არსებული ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე წრომის გამგებელი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის გამგებელი დააკავეს. როგორც ცნობილი გახდა, დავით გოგალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-მუხლით დააკავა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

სავარაუდოდ, ამ საკითხზე სუს-ში 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.