საქართველო მთის საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო მთის საერთაშორისო სამიტზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2018 წელს საფრანგეთში კურორტ შამონში გაიმართება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ აცხადებენ, საქართველოს დელეგაციამ სამიტზე მიწვევა შამონის მერისგან ერიკ ფურნიესგან მიიღო.

საფრანგეთში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით 8 ივნისს რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა მესტიისა და შამონის თვითმმართველობებს შორის. შამონის მერთან ერიკ ფურნიესთან შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი და მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილიე ზაურ ჩართოლანი დაესწრნენ. ამავე შეხვედრაზე დაიგეგმა შამონის დელეგაციის ვიზიტი სვანეთში.