საგარეჯოს, სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

„დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ საგარეჯოს, სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა.

როგორც სსსტც „დელტაში“ აცნობეს, 9 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან კახეთის რეგიონის დასავლეთ მიმართულებაზე, საგარეჯოს რაიონში დაფიქსირდა შემომავალი ღრუბლის ფრონტი, რომელიც სიღნაღისა და გურჯაანის რაიონებში გავრცელდა. ღრუბელში სეტყვასაშიში პროცესების დაწყების შემდეგ ნალექის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით დამუშავდა. გაისროლეს ქართული წარმოების სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტები, რის შედეგადაც ნალექის მასა მთლიანად წვიმის სახით ჩამოიცალა.