გიორგი კვირიკაშვილი - 2012 წლიდან დღემდე თითქმის 12 ათასი ოჯახი დაბინავდა და საკუთრებაში გადაეცა ფართი

2012 წლიდან დღემდე თითქმის 12 ათასი ოჯახი დაბინავდა მუდმივად და საკუთრებაში გადაეცა ფართი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"დღეს ჩვენ 209 დევნილ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელს მუდმივ საკუთრებაში. 2012 წლიდან თითქმის 12 ათასი ოჯახი დაბინავდა მუდმივად და საკუთრებაში გადაეცა ფართი. 11 854 ოჯახია ეს უკვე. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება. ეს არის ჩვენი მოვალეობა, ვალდებულება და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ამ ადამიანებს ექნებათ მუდმივი, სტაბილური საცხოვრებელი", - განაცხადა პრემიერმა.