მთავრობა შპს "მექანიზატორის" პრივატიზების ინიცირებას წლის ბოლოსთვის გეგმავს

მთავრობა შპს "მექანიზატორის" პრივატიზების ინიცირებას წლის ბოლოსთვის გეგმავს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, "მექანიზატორის" გასხვისებასთან დაკავშირებით განიხილება როგორც კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელი, ასევე მისი სრული პრივატიზაცია. ასევე, შესაძლოა კომპანია ნაწილობრივ, სერვისცენტრების დონეზე გაიყიდოს. ამასთან, დანელიას თქმით, იგეგმება სახელმწიფო ლაბორატორიების გასხვისებაც. მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიზანია, რომ იმ სფეროებში, სადაც კერძო სექტორის დაინტერესებაა, სახელმწიფო ბიზნესთან კონკურენციაში არ შევიდეს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე