კობა გვენეტაძე - მარტივი ფორმის დეპოზიტების დაზღვევა სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის

მარტივი ფორმის დეპოზიტების დაზღვევა სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ეს ხელს შეუწყობს უფრო მეტი დეპოზიტის შესვლას კომერციულ ბანკებში.

”ვფიქრობ, რომ მარტივი ფორმის დეპოზიტების დაზღვევა სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის. ეს ინიციატივა, თუკი ხორცშესხმული იქნა, ძირითადად ფოკუსირებული იქნება შედარებით მცირე რაოდენობის დეპოზიტების დაზღვევაზე. საბოლოოდ, ამან ხელი უნდა შეუწყოს უფრო მეტი დეპოზიტის შესვლას კომერციულ ბანკებში”, - განაცხადა გვენეტაძემ.

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი უკვე მომზადებულია. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ და დეპოზიტების დაზღვევის სისტემის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა ის კომერციული ბანკებისა და ”საქართველოს ბანკების ასოციაციის” პრეზიდენტს გააცნეს.