ყველაზე მეტი საბიუჯეტო რეკლამა ონლაინმედიაში "პალიტრა მედია ჰოლდინგზე" მოდის - "მედიის განვითარების ფონდის" კვლევა

მედიის განვითარების ფონდმა" მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, 2015 წელს ნაციონალური ტელევიზიებიდან ყველაზე მეტი საბიუჯეტო შემოსავალი რუსთავი 2-მა, "იმედმა" და "მაესტრომ" მიიღეს. რადიომაუწყებლებს შორის ყველაზე მეტი საბიუჯეტო რეკლამა ჰოლდინგ "ფორტუნას", "ძველ ქალაქს" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" აჭარის რადიოს აქვს მიღებული. ნაციონალურ გაზეთებში საბიუჯეტო შემოსავლის მიხედვით "საქართველოს რესპუბლიკა", "რეზონანსი" და "კვირის პალიტრა" ლიდერობენ. რაც შეეხება ონლაინმედიას, ყველაზე მეტი საბიუჯეტო რეკლამა "პალიტრა მედია ჰოლდინგზე", "საინფორმაციო სააგენტო პირველსა" და მასთან დაკავშირებულ გამოცემებსა და "ინფო 9"-ზე მოდის. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ცალკეული უწყებები 2015 წელსაც აგრძელებდნენ ისეთ მედიებთან კონტრაქტების გაფორმებას, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა ქსენოფობიას, ჰომოფობიას და ანტიდასავლურ განწყობებს ეფუძნება. ამასთან, კვლევის მიხედვით, ონლაინმედიაში დაფინანსებული სტატიები, ძირითადად, არ არის გამოყოფილი სარედაქციო მასალებისგან.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე