რატომ იყო “ფეისბუქამდელი” ადამიანი უემოციო?!

რატომ იყო”ფეისბუქამდელი” ადამიანი უემოციო?! – იმიტომ რომ არ იყო მაშინ “ემოჯი” თუ პირიქით? მთელი ემოციები რაც კი გაგვაჩნდა მგონი “ემოჯის” მივანდეთ. ადრე “თოჯინები იცინოდნენ”, ახლა ეს პატარა გამოსახულებები იცინიან კიდეც, ბრაზდებიან და რა ემოციასაც გინდა, იმას გამოხატავენ.

– იცი შეყვარებულს დავშორდი – წერს გოგონა შეტყობინებას მეგობარს.

bpn

ალბათ ნაცნობი მიმოწერაა. ვის არ ჰქონია ვირტუალურ-ემო(ჯ)იური დიალოგი მეგობრებთან თუ ახლობლებთან. გვეზარება? თუ გულგრილად ვეკიდებით სხვის ამბავს? იქნებ პირიქით, უკეთ გვინდა გამოვხატოთ გრძნობები და ვიზუალს ვიყენებთ სიტყვების ნაცვლად. ერთ ღილაკს ვაჭერთ და ყველაფერი მარტივია. ახლა თურმე მარკი სიახლეს გვიმზადებს და მალე ჩვენს საკუთარ გამოსახულებას გამოვიყენებთ ემოჯიდ.

ბებია გამახსენდა. ცოტა ხნის წინ სულ იმას ბუზღუნებდა, ნეტავ რისთვის მოდიხართ, მაინც ყველას თავები გაქვთ ჩარგული ტელეფონებში და ხმას არ იღებთო. იბუზღუნა, იბუზღუნა და ვერაფერს რომ გახდა, სხვა ხერხს მიმართა. ჩვენს სამყაროში შემოვიდა და იქ მოგვიკაკუნა. ერთ დღესაც მხვდება მეგობრობის თხოვნა: “ია შალამბერიძემ გამოგზავნა მეგობრობის თხოვნა”. მეჩვენება თუ ეს ჩემი ბებიაა?! არა, კი ვიცოდი რომ პროგრესული და თანამედროვე ბებია მყავს, მაგრამ ამას მაინც არ ველოდი.

ახლა ისიც ასე გვეფერება. . . bpn

ამან კოკა-კოლას ვიდეო კონტენტი გამახსენა. როგორ გამოიყენა ეს თემა, ადამიანების ურთიერთობა, ბრენდის მთავარი კონცეფციის გასაჟღერებლად.

დღეს მარკეტინგში ყველაფერს ემოციაზე აგებენ. განსაკუთრებით ვიზუალურ კონტენტში. სარეკლამო რგოლებშიც კი მთავარი ემოციური ამბავია და არა პროდუქტი ან მომსახურება. შესაძლოა ერთი შეხედვით სულაც არ იყოს კავშირში ამბავი ბრენდთან, მაგრამ ერთი რაიმე დამაკავშირებელი ხაზიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ამბით გამოწვეულმა ემოციამ დაგვამახსოვროს თავად ბრენდიც. მსგავსი ამბები იწვევს ჩვენში ემოციას და გვიჩნდება სურვილი გავუზიაროთ ნანახი, წაკითხული თუ მოსმენილი სხვასაც.

და ბოლოს, ამ ვიდეოთი მინდა დავამთავრო პოსტი. დადებითი ემოცია ნამდვილად გვჭირდება დამქანცველი კვირის ბოლოს.

სალომე მეცხვარიშვილის ბლოგი contentmarketingroom.wordpress.com

Content Marketing Room

Everyone has a story to tell. Whats your story?!

contentmarketingroom.wordpress.com