დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ბოლო დღეებში ლარის გაუფასურება ერთჯერადი მოვლენაა, რომელიც თავის კალაპოტში ჩადგება

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ბოლო დღეებში ლარის გაუფასურება ერთჯერადი მოვლენაა, რომელიც თავის კალაპოტში ჩადგება. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა მოსახლეობას მიმართა, განსაკუთრებით მათ, ვისაც არ აქვს სპეციალური ცოდნა უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებით.

„ძალიან გთხოვთ, იყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ, გაყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ და არ შეიქმნათ არასწორი მოლოდინები, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ სამწუხაროდ მოსახლეობა ყოველთის აკეთებს პირიქით - როგორც წესი, ყველაზე მაღალ კურსზე ყიდულობს და ყველაზე დაბალ კურსზე ყიდის. მოვლენა, რომელიც ახლა გვაქვს, ერთჯერადია და ის ჩადგება თავის კალაპოტში, მაგრამ მინდა, რომ ეს გზავნილი მივიდეს ჩვენს მოსახლეობამდე. ძალიან გამოცდილი სავალუტო დილერებიც კი აგებენ ფულს ვალუტაზე თამაშის დროს. ამიტომ, მოლოდინები არ არის სწორი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.