ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტები გამოვლინდა

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 18-26 ივნისს, საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში აკრძალულ მედიკამენტთა ნუსხაში შეტანილი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვები პუნქტების, სარფისა და კარწახის გავლით მოქალაქეებს აღმოუჩინეს ჯამში 109 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები.

”საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს”, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.