"ლარმა კიდევ ერთხელ ამხილა ხელისუფლება დემაგოგობაში და არაკომპეტენტურობაში"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ლარმა კიდევ ერთხელ ამხილა ხელისუფლება დემაგოგობაში და არაკომპეტენტურობაში.

როცა რეგიონში (უყვართ ხოლმე ამ სიტყვის ხმარება) ვალუტები დოლართან მიმართებაში ან მყარდება ან უცვლელადაა, ლარის გაუფასურების ე. წ. საგარეო ფაქტორი მოკლეფეხება სამთავრობო ტყუილი აღმოჩნდა. ახლა ახალ ლეგენდას ავრცელებენ მართული მედიისა და ექსპერტების მეშვეობით: ბანკები სპეკულირებენ, ბანკებს კაპიტალი გააქვთ.

ბანკებს კი არ გააქვთ კაპიტალი, არამედ კლიენტებს გააქვთ ბანკების მეშვეობით. ბანკებსაც გააქვთ რა თქმა უნდა, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა უცხოურია.

როცა ინვეტორს არ უნდა მოგების უკან ჩაბრუნება, ესე იგი, არ მოსწონს ვითარება, არ სჯერა ხელისუფლების.

მთავრობაში კი ჰგონიათ, რომ კარგი არგუმენტი იპოვეს თავის გასამართლებლად", - აცხადებს გოცირიძე.