როგორ უნდა მოგვარდეს ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული პრობლემები? - სპეციალისტების რჩევები მთავრობას

საქართველოში არსებული ჰაერის დაბინძურების დონე და სატრანსპორტო სისტემის მდგომარეობის საკითხი კიდევ ერთხელ აქტიურდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდება, რაც სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობითაა განპირობებული. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ სააგენტოს ანგარიშში საქართველოს ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოყვანილ ინფორმაციაზე ყურადღება უნდა გაამახვილოს. ექსპერტების შეფასებით, მთავრობამ პირველ რიგში, საწვავის ხარისხთან და ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით რეგულაციები უნდა შეიმუშაოს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე