ბრიტანული ფუნტი სტერლინგი კიდევ გაუფასურდა და ბოლო 31 წლიან მინიმუმს მიაღწია

ბრიტანული ფუნტი სტერლინგი დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა და ბოლო 31 წლიან მინიმუმს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ერთი ფუნტი დაახლოებით 1.28 დოლარია.

ბრიტანული მედიის ცნობით, ფუნტის გაუფასურება დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა რეფერენდუმმა განაპირობა, რომელზეც ამომრჩეველთა უმრავლესობამ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის შედეგების შემდეგ ინვესტორთა დიდმა ნაწილმა ბრიტანეთიდან საკუთარი ფულადი რესურსები გაიტანა.