სტიქიის გამო 11-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის გახსნა გადაიდო

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის (ქუთაისის შემოვლითი - სამტრედის გზის 9 კილომეტრიანი და სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი) გახსნა სტიქიის გამო გადაიდო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში, შესაბამისი სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გურიის რეგიონში, ხოლო მინისტრის მოადგილეები აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად უწევენ კოორდინაციას.