კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო

პოპ-მომღერალ კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში საიტიდან www.tkt.ge-ზე დღეს დილიდან დაიწყო.

ბილეთის ფასი 50-დან 600 ლარამდე იქნება.

კრისტინა აგილერა საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena -ს კონცერტით 30 ივლისს გახსნის. ამის შესახებ „ქართუ ჯგუფის“ მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena -ზე მსოფლიო დონის ვარსკვლავი 30 ივლისს იმღერებს. კონცერტზე დასწრების საშუალება 9 500-მდე ქართველ და უცხოელ მსურველს მიეცემა.

კონცერტზე მომღერალი სპეციალურად Black Sea Arena-ს გახსნისთვის ჩამოფრინდება და ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.