მაია რჩეულიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

„ცენტრ-პოინტის” საქმეზე ბრალდებული მაია რჩეულიშვილი მოსამართლის მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

საქმეზე ბრალდებულ ოთხივე პირს - მაია რჩეულიშვილს, გუკა რჩეულიშვილს, ირაკლი მინდელსა და სალომე ჩხენკელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

რაც შეეხება ”ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორ ირაკლი მინდელსა და გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩხენკელს, როგორც ცნობილია, ისინი ორი დღის წინ დააკავეს. იმავე დღეს იგეგმებოდა გუკა რჩეულიშვილის აყვანაც, თუმცა სამართალდამცავებისთვის მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

საქმე ეხება ”ცენტრ პოინტის” პროექტ ”ბათუმის მაგნოლიას”. გამოძიება ბრალდებულებს მენაშენეებისგან 20 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის თანხის მითვისება-გაფლანგვაში ედავება.