გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია

სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია.

მთავარი პროკურატურის განმარტებით, გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცავებს თავად არ ჩაბარებია. უწყების განმარტებით, სამართალდამცავებმა ის თავად რჩეულიშვილის საცხოვრებელ სახლთან აიყვანეს. გუკა რჩეულიშვილი შესაბამის დაწესებულებაშია გადაყვანილი.

"ცენტრ პოინტის" გენერალურმა დირექტორმა გუკა რჩეულიშვილმა დაკავებამდე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ აპირებდა სამართალდამცველებს ჩაბარებოდა.

როგორც ცნობილია, "ცენტრ პოინტის" პროექტ "ბათუმის მაგნოლიას" საქმეზე გუშინ, საქალაქო სასამართლომ გუკა რჩეულიშვილს, მაია რჩეულიშვილს და სამშენებლო კომპანიის კიდევ ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს, ირაკლი მინდელისა და სალომე ჩხენკელის აყვანა კი ორი დღის წინ მოხდა. ამავე დღეს იგეგმებოდა გუკა რჩეულიშვილის დაკავებაც, თუმცა სამართალდამცავებმა მისი ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს.