იუნესკომ მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა.

"მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილება იმის აღიარებაა, რომ საქართველომ არ დაიშურა ძალისხმევა მცხეთაში ისტორიული ძეგლების უსაფრთხოებისთვის", - ნათქვამია იუნესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდანაა შესული, 2009 წლიდან  კი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში იქნა გადატანილი.