ბორჯომში მოსაცდელების რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომში მოსაცდელების რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ ბორჯომში რობაქიძის ქუჩაზე, ასევე დაბა ახალდაბაში და სოფელ ციხისჯვარში. აღნიშნულ ობიექტებზე ჯამში ხუთი გაჩერების მოწყობაა დაგეგმილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, გათვალისწინებულია ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი, სახურავისა და სკამების მოწყობა, ბორდიურების მოპირკეთება და გარე განათების სამუშაოები.

რამდენიმე დღეში აგურის მოსაცდელების მშენებლობა დაიწყება სოფლებში ცემსა და დვირში. გაჩერებები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისათვის. შვიდივე მოსაცდელის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 209 ლარი გაიხარჯება.