ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი შემცირდა

2016 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,0%-ით, ხოლო 2015 წლის ივნისთან შედარებით 6,0%-ით შემცირდა.

საქსტატის ცნობით, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 19,9 პროცენტით გაიზარდა.

„2016 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინდექსის კლება დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასების 2,6 პროცენტით შემცირებამ განაპირობა“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სექციაში ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების, საკვები პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების, ქიმიური წარმოების და ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოების ქვესექციებზე.

ფასების 4,6-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექციაზე, რომლის წილმა ინდექსის მაჩვენებელში 0,17 პროცენტული პუნქტი შეადგინა.