11808 თურქეთის მიმართულებით ავიამიმოსვლისა და თურქეთში საქართველოს საკონსულოს ცხელი ხაზის ნომერს უფასოდ გასცემს

საინფორმაციო ცენტრი 08 თურქეთის მიმართულებით ავიამიმოსვლის და თურქეთში საქართველოს საკონსულოს ცხელი ხაზის ნომერს უფასოდ გასცემს.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

”თურქეთის მიმართულებით ავიამიმოსვლისა და თურქეთში საქართველოს საკონსულოს ცხელი ხაზის ნომერი (მხოლოდ ფიქსირებული ტელეფონებიდან), 24 საათის განმავლობაში, ”საინფორმაციო ცენტრ 11808”-ზე გაიცემა უფასოდ”, - ნათქვამია საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში.