ტაივანში ჰაკერებმა ბანკომატებიდან 80 მილიონი ტაივანური დოლარი გაიტანეს

ტაივანის პოლიციამ 3 პირი დააკავა, რომელთაც ჰაკერული გზით ადგილობრივი ბანკომატების გატეხვა ედებათ ბრალად.

პოლიციის განცხადებით, ჰაკერული პროგრამის მეშვეობით, უცხო ქვეყნის 16-მა მოქალაქემ ტაივანური ბანკის First Bank-ის ბანკომატები გატეხა, საიდანაც 80 მილიონი ტაივანური დოლარი (2 მილიონი აშშ დოლარი) გაიტანეს.

დაკავებული არიან ლიტვისა და რუმინეთის მოქალაქეები. ეჭვმიტანილთა შორის არიან რუსეთის მოქალაქეებიც. პოლიციის მტკიცებით, ეჭვმიტანილებმა უკვე შეძლეს ტაივანის დატოვება.