ბრიტანეთის სანაპიროებზე დამსვენებლებს ნაყინს დრონი მიუტანს

დიდი ბრიტანეთის კურორტ მეიბლტორპეში ჩასულ დამსვენებლებს ადგილობრივი კაფეებისა და მაღაზიების მფლობელები ახალ სერვისს - დრონის მიერ ნაყინის სანაპიროზე მიტანას შესთავაზებენ.

ნაყინის ყიდვის მსურველებს შეკვეთა მობილური აპლიკაციით შეუძლია, რის შემდეგაც მათი შეკვეთა დრონის საშუალებით სანაპიროზე „ჩაფრინდება“.

კომპანია Rock&Ices limited-მა მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სანაპიროზე ნივთებისა და შეზლონგების ვერმიტოვების გამო, ნაყინის მყიდველთა რაოდენობა შემცირდა.

თუმცა, კომპანიამ სერვისი მხოლოდ ერთი დღით გამოსცადა, ვინაიდან დრონის ფრენაზე ნებართვა საავიაციო სამსახურისგან ჯერ არ მიუღია.