2016 წლის 1-ელ ივლისამდე არასწორად გაცემული საარსებო შემწეობა, პენსია და კომპენსაცია, შესაძლოა ლეგალიზაციას დაექვემდებაროს

2016 წლის 1-ელ ივლისამდე ზედმეტად, არასწორად გაცემული საარსებო შემწეობა, პენსია და კომპენსაცია, შესაძლოა, ლეგალიზაციას დაექვემდებაროს და მის მიმღებ პირებს თანხის უკან დაბრუნება აღარ მოუხდეთ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება სამ კანონში ხორციელდება, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს დღეს წარუდგინა.

ამასთან, ინიცირებული პროექტი ითვალისწინებს სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას აღნიშნული თანხების დაბრუნების საქმეებზე.