მეორე კვარტალში "ბაზის" ბანკის მოგებამ 12,8 მილიონი ლარი შეადგინა

ბაზისბანკმა 2016 წლის II კვარტალი წარმატებით დაასრულა.

ბანკის წმინდა მოგებამ 12.8 მილიონი ლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით ბაზისბანკი საბანკო სექტორში დაწინაურდა და მე-5 პოზიცია დაიკავა.

ROA - აქტივებზე უკუგების კოეფიციენტმა 3.5% შეადგინა, რის შედეგადაც ბაზისბანკმა საბანკო სექტორში ტოპ 10 ბანკს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ხოლო ROE - კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტმა 16.7% შეადგინა.

ბანკის სააქციო კაპიტალი, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18%-ით, ხოლო წლის ბოლოსთან შედარებით 11%-ით გაიზარდა და შეადგინა 159 მლნ ლარი.