რატომ მცირდება ექსპორტი?

სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი ძირითადი წყარო და ლარის სტაბილურობის განმაპირობებელი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თუკი იმპორტის 30%-იანი ზრდა ქვეყანაში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების შემოტანას უკავშირდება, ექსპორტის 12%-ით შემცირების მიზეზად, ძირითადად, საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე სხვადასხვა ნეგატიური პროცესი სახელდება.

ექსპორტის შემცირების ძირითად მიზეზად ექსპერტები ქართული პროდუქციის არაკონკურენტუნარიანობას და დაბალ ხარისხს ასახელებენ. მათი თქმით, ადგილობრივი პროდუქციის უმეტესობამ ევროკავშირის სტანდარტები ჯერ კიდევ ვერ დააკმაყოფილა. ექსპორტის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება მეზობელ ქვეყნებში არსებული არასტაბილურობაც. უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირების გზად სპეციალისტები ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და სტაბილურ ბაზრებზე ორიენტირებას მიიჩნევენ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე