IDFI-ის ინფორმაციით, მთავარი პროკურორის ირაკლის შოთაძის შრომის ანაზღაურებამ 2015 წელს შეადგინა 113 070 ლარი.
როგორც თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში განაცხადეს, აღნიშნული თანხიდან 42 630 ლარი წარმოადგენს თანამდებობრივ სარგოს, ხოლო 70 440 ლარი პრემია/დანამატს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილის 2014 წლის შრომის ანაზღაურება იყო 138 615 ლარი, საიდანაც 40 800 ლარი წარმოადგენს სარგოს, ხოლო 97 815 ლარი პრემია/დანამატს.
”ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე ყველაზე დიდი ხარჯი გაწეულია 2014 წელს - 161 7941 ლარი. სამივლინებო ხარჯების მსგავსად, წარმომადგენლობითი ხარჯების შემთხვევაშიც ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება - 199 177 ლარი”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.