Mercedes-მა მომავლის ავტობუსი წარადგინა

Mercedes-მა მომავლის ავტობუსი, სახელწოდებით Future Bus წარადგინა, რომელიც უსაფრთხო, კომფორტული და ავტონომიურია.

ავტობუსს, რომლის დიზაინსაც კომპანიაში Bus Rapid Transit (BRT)-ს ეძახიან, გარეგნულად ფუტურისტული შესახედაობა აქვს. Future Bus აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, აქვს 10 კამერა, რომლებიც მოკლე და შორ დისტანციებზე კომბინირებულად ახდენენ 200 მეტრის მანძილზე სისტემის ინფორმირებას მოძრაობაზე, რისი წყალობითაც ავტობუსი გადაადგილდება მისთვის ოპტიმალურ სიჩქარეზე, მოიხმარს საწვავს ეკონომიურად და ქმნის სრულ კომფორტს ინტერიერში.

ავტობუსის ავტოპილოტი მორგებულია როგორც სრულ ავტონომიურ სვლაზე, ასევე ნახევრად ავტონომიურზე ქალაქის პირობებში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სისტემა, რომელიც სამი წლის წინ Mercedes S-Class-ში დაინერგა, ახლა უფრო დახვეწილია.

ავტობუსის ტესტირება ნიდერლანდებში მოხდა, თუმცა უახლოეს მომავალში გერმანიის გზებზეც გაივლის.

კოკა კვირკველია