რას ნიშნავს მსოფლიო ვალუტების სახელწოდებები

ოდესმე თუ დაინტერესებულხართ, რატომ ეწოდება დოლარს დოლარი ან ფუნტს ფუნტი?

ბრიტანული გამოცემა Independent-მა ოქსფორდის ლექსიკონის დახმარებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტების განმარტებები გამოაქვეყნა.

დოლარი

დოლარი მსოფლიოს ყველაზე გავრცელებული ვალუტაა. დოლარი გამოიყენება - აშშ, კანადა, ავსტრია, ახალი ზელანდია, სინგაპურში და სხვა ქვეყნებში.  ოქსფორდის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ფლამინდილები ან გერმანელები „ხოაკიმის“ ველზე დასახლდნენ, სადაც პირველად მოიჭრა ვერცხლის მონეტა. მონეტას ეწოდა joachimsthal, რაც შემდეგ შემოკლდა როგორც "thaler". საბოლოოდ კი დოლარი ეწოდა.

პესო -

პესო ესპანური სიტყვაა და თარგმანში წონას ნიშნავს.

ლირა

იტალიური და თურქული ლირა ლათინური სიტყვა „ლიბრადან“ მომდინარეობს, რაც ფუნტს ნიშნავს.

მარკა

ევროს შემოღებამდე, გერმანიასა და ფინეთში მთავარი ვალუტა მარკა იყო, რომელიც ასევე წონას ნიშნავს.

რიალი

ლათინური სიტყვა „რეგალიდან“ მოდის და ნიშნავს „სამეფოს“. რიალი ყატარში, საუდის არაბეთსა და იემენში მოქმედებს.

რენდი

სამხრეთაფრიკელების ეროვნულ ვალუტა რენდს სახელწოდება ჰოლანდიელებმა დაარქვეს, მათი ქალაქის Witwatersrand პატივსაცემად, სადაც ოქროს მოიპოვებდნენ.

ჩინური იუანი, იაპონური იენი და კორეული ვონი

იუანის, იენისა და ვონის სახელწოდებაც თარგმანში მრგვალ მონეტას ნიშნავს.

კრონი

კრონი სკანდინავიურ ქვეყნებში გამოიყენება და გვირგვინს ნიშნავს.

დინარი

გამოიყენება: იორდანია, ალჟირი, ქუვეითი, სერბეთი. დინარი ლათინური სიტყვაა და მომდინარეობს „დინარისიდან“, რომელსაც ძველ რომში ვერცხლის მონეტებს უწოდებდნენ.

ფუნტი

ბრიტანული ფუნტი მომდინარეობს სიტყვა "poundus", რაც წონას ნიშნავს.

რუბლი

გამოიყენება რუსეთსა და ბელორუსში და ვერცხლის წონას ნიშნავს.

ზლოტი

პოლონეთის ძირითადი ფულის ერთეული, პოლონურად ნიშნავს ოქროს.