მომავალი წლიდან  უსაფრთხოების ნორმების შემოწმებას შრომის ინსპექცია  დამსაქმებლის თანხმობის გარეშე შეძლებს

მომავალი წლიდან დამსაქმებლების მიერ შრომის ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის გამკაცრება იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობს, რომლის მიხედვით, შრომის ინსპექციას კომპანიებში უსაფრთხოების ნორმების შემოწმება დამსაქმებლის თანხმობის გარეშე შეეძლება, უწყების მიერ გაცემული რეკომენდაციები კი შესასრულებლად სავალდებულო იქნება. ამასთან, შრომის ინსპექცია დასაქმებულების შრომითი უფლებების მდგომარეობას შეისწავლის. ინსპექცია ამ მიზნით შრომითი ხელშეკრულებების შემოწმებასა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგსაც განახორციელებს. უწყებას ამ დროისთვის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით 200-მდე სახელმწიფო და კერძო კომპანია აქვს შესწავლილი, სადაც სხვადასხვა სახის დარღვევები დაფიქსირდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე