ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3492 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3492 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3492 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2.3479 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0013 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6226 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღემდე მოქმედი კურსი 2.6083 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0143 ლარი შეადგინა.