როგორ მოიპარეს 60 მილიონი დოლარი ნიგირიელმა ჰაკერებმა

სამართალდაცავებმა 40 წლის მამაკაცი, რომელიც მეტსახელით „მაიკ“ ცნობილი ქალაქ პორტ-ჰარკორტში დააკავეს. მას ბრალად 40-მდე კაცისგან შემდგარი საერთაშორისო დაჯგუფების თაოსნობა ედება. აღნიშნულმა ჯგუფმა არალეგალურად 60 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ბი-ბი-სი იუწყება.

ბრალდების თანახმად, „მაიკი“ თანამზრახველებთან ერთად მცირე და საშუალო მეწარმეების ელექტრონულ ფოსტებს ჰაკერული პროგრამებით „ტეხავდა“. რის შემდეგაც ელექტრონული ფოსტიდან ჰაკერები კომპანიების მიმწოდებელებთან წერილებს აგზავნიდნენ და თანხას მათ მიერ მითითებულ ანგარიშებზე არიცხვინებდნენ.

ჰაკერების მსხვერპლებს შორის მოხვდნენ - ავსტრალიის, კანადის, მალაიზიის, რუმინეთის, აშშ-ის, ტაილანდის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეები.

გამოძიებამ „მაიკსა“ და მის თანამზრახველებს ბრალად წარუდგინა ჰაკერობა, დანაშაულებრივი შეთანხმება და თაღლითობა.

კოკა კვირკველია

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე