საქართველოს ბანკის დაფინანსებით ფონდი ”სიცოცხლის ხე” სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად მესამე საგრანტო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ბანკის დაფინანსებით ფონდი ”სიცოცხლის ხე” სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად. მესამე საგრანტო კონკურსს აცხადებს.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სოციალური მეწარმეობის შესახებ საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნასა და განვითარებას, რომლებიც დადებითად იმოქმედებს სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებასა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე.

მათი ინფორმაციით, გრანტით დაფინანსდება სოციალური საწარმოს იდეა, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, კერძოდ, ისეთი პროექტები, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას.

”საქართველოს ბანკი ფონდ ”სიცოცხლის ხესთან” თანამშრომლობით აცხადებს რიგით მესამე საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია საქართველოში დაფინანსდეს სოციალური საწარმოების შექმნა და ამ გზით სოციალური მეწარმეობის განვითარებას შეეწყოს ხელი”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ბორის კიკნაძემ.

საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით კი, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფონდმა ”სიცოცხლის ხე” შშმ პირთათვის ორი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ჯამში 23 პროექტი განახორციელა.

”საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფონდმა ”სიცოცხლის ხე” შშმ პირთათვის ორი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ჯამში 23 პროექტი განახორციელა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯამში მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა შშმ პირების მხარდაჭერას, განხორციელდა ბევრი ძალიან საინტერესო მდგრადი და შშმ პირებისათვის მნიშვნელოვანი პროექტი. დღეს გამოცხდდა მესამე საგრანტო კონკურსი, რომელიც სოციალური მეწარმეობის დაფინანსებას ეხება და გვჯერა, რომ კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განხორციელდება”, - განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ხათუნა კაკაბაძემ.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, სულ მცირე 2 წევრისგან შემდგარ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს , საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სხვა შესაბამის დაწესებულებებს, რომლების მუშაობენ ან აქვთ სურვილი აკეთონ ბიზნესი და ამასთანავე იზრუნონ სოციალურად მნიშვნელოვას საკითხებზე. მონაწილეთა ასაკი 18 წელს უნდა აღემატებოდეს.

როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, თითოეული გრანტის მოცულობა 50 000 ლარამდე განისაზღვრება. პროექტის იდეა უნდა იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, განვითარებაზე ორიენტირებული. სოციალური საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე უნდა დასაქმდეს მინიმუმ ერთი შშმ პირი, საწარმოს მენეჯმენტის ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 10%-ს , საგრანტო პროექტების ფარგლებში დაფინანსება გაიცემა მხოლოდ სოციალური მეწარმეობის შესახებ პროქტებზე.

საპროექტო განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2016 წლის 10 ოქტომბერს 18:00 საათზე დასრულდება. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიური 2016 წლის ბოლომდე გამოავლენს. გამარჯვებული პროექტების განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს ფონდი ”სიცოცხლის ხე”.

საგრანტო კონკურსსი მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება შეუძლიათ ”სიცოცხლის ხის” ვებ გვერდზე: www.tree.ge , ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შესაძლებელია მიმართონ ფონდის წარმომადგენელს ელ-ფოსტაზე: grants@tree.ge ან ტელეფონის ნომერზე 2 444 493.