ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3484 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3484 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2.3492 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6288 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღემდე მოქმედი კურსი 2.6226 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0062 ლარი შეადგინა.