„ვითიბი ბანკმა“ უმსხვილესი ბანკების ხუთეულში გადაინაცვლა

2016 წლის ექვსი თვის შედეგებით ,,ვითიბი ბანკის” აქტივების ზრდამ 10.7% შეადგინა.

წლის პირველ ნახევარში ბანკის წმინდა მოგება 8.9 მილიონი ლარით განისაზღვრა. მთლიანი საკრედიტო პორტფელი 11.6%–ით გაიზარდა და 867 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო დეპოზიტების ზრდამ 10.2% და მოცულობამ 739 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

მხოლოდ ივნისის თვეში ,,ვითიბი ბანკის” აქტივები 22.9%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ბანკმა სიდიდით მე-7 ადგილიდან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. ამავე პერიოდში სესხების 9%-იანი, ხოლო კლიენტების სახსრების 13.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა . 2016 წლის პირველ ნახევარში ბანკის ბაზრის წილი 4.3%-დან 5.3%-მდე გაიზარდა