დავით სერგეენკო - უახლოეს თვეებში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფრასტრუქტურა გაიხსნება

უახლოესი თვეების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფრასტრუქტურა გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ეს იქნება ბავშვთა ტუბერკულოზის კორპუსი, კერძოდ, არსებულ ტერიტორიაზე გარემონტებული შენობა გაიხსნება. იქნება რამდენიმე რაიონული საავადმყოფო - ლენტეხში, ხარაგაულსა და დედოფლისწყაროში და ეს იქნება დიდი და მძლავრი „ცე“ ჰეპატიტის ცენტრი, რომელიც გაიხსნება ზუგდიდში“, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ჰეპატიტის ცენტრის ზუგდიდში გახსნა იმიტომ გადაწყდა, რომ აქ ავადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.