მსოფლიოს უმოძრაობა 67,5 მილიარდი დოლარი უჯდება

მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის სიმწირე მსოფლიო ეკონომიკას წლიურად სულ ცოტა 67,5 მილიარდი დოლარი უჯდება.

ამის შესახებ ავტორიტეტული სამედიცინო ჟურნალიThe Lancet წერს. უმოძრაობის შესახებ ახალი არაფერი უთქვამთ, თუმცა ამ ფაქტის ეკონომიკური შეფასება სიახლეა.

აღნიშნული რიცხვი მსოფლიოს 142 ქვეყნის მონაცემების ანალიზის შედეგადაა მიღებული. როგორც გამოცემა იტყობინება, რიცხვი მიახლოებულია და რეალურად ის კიდევ უფრო დიდია.

კვლევის ავტორებმა ის დანახარჯები შეაფასეს, რომელიც დაბალი ფიზიკური აქტივობით გამოწვეულ გაუარესებულ ჯანმრთელობაზე იკარგება და ასევე ის დანახარჯები, რომელიც შრომისუნარიანობის შემცირებამ გამოიწვია. როგორც გაირკვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა 58,8 მილიარდი, ხოლო შრომისუნარიონობის დაკარგვამ 13,7 მილაირდი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ დანაკარგები განვითარებად ქვეყნებთან შედარებით, განვითარებულში კიდევ უფრო მაღალია. ამის მიზეზი ისაა, რომ განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობა უმოძრაობას უფრო მეტად განიცდის. შესაბამისად მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებულია და დანახარჯები უმოძრაობაზეც უფრო ნაკლები იხარჯება. მდიდარ ქვეყნებში კი ადამიანები ამ პრობლემას ფულით ებრძვიან და დანახარჯიც მეტი გამოდის.

საინტერესოა რომ სტატიის ავტორები, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფიზიკური აქტივობისთვის კვირაში 150 წუთი საკმარისია არ ეთანხმებიან. მათი თქმით, ეს დრო პრობლემასთან გასამკლავებლად ძალიან ცოტაა და საჭიროა ადამიანებმა სულ მცირე დღეში 60 წუთი მაინც იმოძრაონ და ფიზიკურად აქტიურები იყვნენ.

კოკა კვირკველია