დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდებიან

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმი“ ბიზბესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების ფარგლებში გრძელდება.როგორც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, კერძო სექტორს სამინისტროს მოწვევით თბილისში მყოფი ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ცნობილი ეკონომისტები - დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი ხვდებიან.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ფორუმი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნეს, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობის გაღრმავებას.

”პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკურ გუნდთან ერთად, როგორც ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ინიციატორი, გახსნილია მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებთან მსჯელობებისთვის და განიხილავს სხვადასხვა მოდელებს ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის.

ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამრეწველო პალატებთან. დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბლი წარმოადგენენ თავის ხედვებს და მოსაზრებებს ეკონომიკური პოლიტიკისა და განვითარების საკითხებზე”, - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში