საბანკო სექტორის შეფასებები ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე შერბილებული

მონეტარული პოლიტიკა და დედოლარიზაციის ხელშეწყობა - საბანკო სექტორი ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების შედეგების მოლოდინშია.

კომერციულ ბანკებში მათთვის დაწესებული ახალი სარეზერვო ნორმების, დოლარში მოზიდული თანხებისთვის 5%-ით გაზრდილი სარეზერვო ვალდებულების შედეგად დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთების ზრდას ვარაუდობენ. ასევე, საბანკო სექტორში არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებამ ლარის სესხებზე მოთხოვნა გაზარდოს. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების ტენდენციის გაგრძელებას, ბანკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს. ამასთან, ასოციაციაში კომერციული ბანკებისთვის სარეზერვო ნორმების ცვლილებას დადებითად აფასებენ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე