ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla მიმდინარე წელს 150 მილიონი წააგო

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა საკუთარი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

როგორც მასკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კომპანიამ ნამდვილი „საწარმოო ჯოჯოხეთი“ გაიარა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

„მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩვენ საწარმოო ჯოჯოხეთში ვიყავით. თუმცა ივნისში ჯოჯოხეთისგან ნაწილობრივ თავის დაღწევა შევძელით. ახლა კი წარმოება სრული სვლით მიდის და მომწოდებლები საერთო ჯამში არ გვღალატობენ“ - განაცხადა მასკმა.

მისი თქმით, ყველა იმ მიმწოდებელთან გაწყვეტს ურთიერთობას, ვინც დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს. იმ შემთხვევაში, თუ 2017 წლის პირველ ივლისამდე ბაზარზე Model 3-ის ჩაშვება ვერ მოხერხდა, კომპანიაში სპეციალისტების რეორგანიზაცია დაიწყება.

იმისათვის, რომ კომპანიამ 2016 წლის გეგმიური მაჩვენებელი შეასრულოს, მას წლის მეორე ნახევრაში 50 ათასი ავტომობილის გამოშვება სჭირდება.

მისივე თქმით, კომპანია 2018 წლიდან წლიურად 500 ათასი ავტომობილის წამროებაზე გადავა.

კომპანია Tesla Motors Inc-ის 2016 წლის მეორე კვარტლის წაგება 59%-ით გაიზარდა და კორექციის გარეშე 293 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო კორექციის შედეგად 150 მილიონი. აღნიშნულ პერიოდსი შემოსავალმა კორექტივების გარეშე 1,27 მილაირდი, ხოლო კორექციის შედეგად 1,6 მილაირდი შეადგინა.

კოკა კვირკველია