პირველადი აგროწარმოების სასერტიფიკატო პროგრამის GLOBAL GAP-ის სტანდარტები დაინერგება

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტურობის აღდგენის პროექტს (REAP) შორის სახელმწიფო პროგრამების - „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც  სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, მემორანდუმის ფარგლებში პროგრამა „დანერგე მომავალის“ ბენეფიციარებს პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით ჯგუფური ან ინდივიდუალური ტრენინგები ჩაუტარდებათ. ასევე წარმოებული ნედლეულის ხარისხისა და სანდოობის ამაღლების მიზნით, პროგრამა „ქართული ჩაის“ ბენეფიციარებს პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით, ჯგუფური ან ინდივიდუალური ტრენინგები ჩაუტარდებათ (მათ შორის, ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, სერტიფიცირებაში, მარკეტინგში, რეალიზაციის არხების შექმნაში).

სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში წარმოებული ნედლეულის ხარისხისა და სანდოობის ამაღლების მიზნით, პროგრამების ბენეფიციარ საწარმოებსა და ინდ. მეწარმეებთან სასერტიფიკატო პროგრამის GLOBAL GAP-ის დანერგვა იქნება შესაძლებელი.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ და UUSAID/REAP-ის დირექტორმა, ლუიზა ნამიჩეიშვილმა

სამინისტროს განმარტებით, შეთანხმების მიზანია გაშენებული ბაღებისა და რეაბილიტირებული ჩაის ნაკვეთების პოტენციელის გაძლიერება და წარმოების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა.

”მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარები არამარტო ფინანსურ დახმარებას ღებულობენ ბაღების გამართვისთვის, არამედ დამატებით ტექნიკურ მხარდაჭერასაც, რაც ხელს შეუწყობს ქართულ პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების მოძიებას. ბენეფიციარებს სრულად 100%-ით დაუფინანსდებათ პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით ჯგუფური ან ინდივიდუალური ტრენინგების ჩატარების ხარჯები. USAID/REAP ასევე სასერტიფიკატო პროგრამის GLOBAL GAP-ის დანერგვის მომსახურების ჯამური ღირებულების 50%-ით თანადაფინანსებას მოახდენს, ხოლო დარჩენილი 50%-ს გადახდა ბენეფიციარების მიერ მოხდება”, - განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, დახმარებას მიიღებს პროგრამა „დანერგე მომავალში“ ჩართული 234 ბენეფიციარი და პროგრამა ”ქართულ ჩაიში“ ჩართული 7 ბენეფიციარი.

”სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას”, - აცხადებენ სამინისტროში.