ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3416 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3416 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2.3486 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0070 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5964 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღემდე მოქმედი კურსი 2.6041 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა.