სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა ცხრა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 129 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6,560 პროცენტით, მაქსიმალური 6,670 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6,613 პროცენტით განისაზღვრა.