ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3404 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3404 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2.3416 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.00 12 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.61492 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღემდე მოქმედი კურსი 2.5964 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0185 ლარი შეადგინა.