როგორ მიმდინარეობს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა?

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 12 ათასამდე პოლისია გაცემული, საიდანაც 7 მილიონ ლარამდე ოდენობის სადაზღვევო პრემიას სახელმწიფო აფინანსებს.

დაზღვეული მიწის ნაკვეთების ფართობი კი 13 ათას ჰექტარზე მეტია. როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, წელს ფერმერთა აქტიურობა გაზრდილია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილი თანადაფინანსებაა. რაც შეეხება პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებს, სააგენტოში ერთ-ერთ პრობლემად ზარალის შეფასების სისტემას ასახელებენ და განმარტავენ, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის ერთიანი შეფასების სისტემის დანერგვა იგეგმება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე