რუსმა მილიარდერმა 600 მილიონ დოლარად ღირებული იახტა ააგო

კომპანია USM Holdings-ის დამფუძნებელი ალიშერ უსმანოვი ახალი იახტის მფლობელი გახდა, რომელიც 600 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.

რუსი მილიარდერის ახალი 156-მეტრიანი იახტა 15 917 ტონას იწონის, რითაც მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს. Yacht Harbour-ის ცნობით, ტნაჟობის მხრივ უსმანოვის იახტამ უკან ჩამოიტოვა ომანის სულთანის იახტა Al Said (15 850 ტონა) და აბუ-დამის ემირის კუთვნილი Azzam (13 136 ტონა).

უსმანოვმა ახალ იახტას დედის საპატივსაცემოდ Dilbar უწოდა.