თურქეთის პოლიციამ 120 ტოპ-მენეჯერის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის პოლიციამ 120 ტოპ-მენეჯერის დაკავების ორდერი გასცა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველები ჩხრეკას ერთდროულად 44 კომპანიაში ატარებენ.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აღნიშნული კომპანიები აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერებს აფინანსებდნენ.

თურქეთის მთავრობა ირწმუნება, რომ გიულენის მხარდამჭერებმა ქვეყანაში იატაკქვეშა სტრუქტურები, ე.წ. პარალელური სახელმწიფო შექმნეს, რომლის მიზანიც მოქმედი ხელისუფლების დამხობაა.

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 35 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, აქედან 17 000 დააპატიმრეს.