ყველაზე ძვირად ღირებული საქორწინო ბეჭდები (ფოტოგალერეა)

საქორწინო ბეჭედი სიყვარულისა და ცოლქმრული ერთგულების სიმბოლოა.

ბევრი წყვილისთვის უმნიშვნელოა, რამდენად ძვირად ღირებულია მათი ბეჭედი, თუმცა ზოგიერთები ცდილობენ მეორე ნახევარს რამდენიმე ათასდოლარიანი, ზოგჯერ კი რამდენიმე მილიონ დოლარად ღირებული საქორწინო ბეჭედი უსახსოვრონ.

გთავაზობთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ საქორწინო ბეჭედს.

ელიზაბეტ ტეილორის ბეჭედი - 8,8 მილიონი დოლარი

ელიზაბეტ ტეილორის საქორწინო ბეჭედი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია. მსახიობი რამდენჯერმე იყო გათხოვილი. ძვირად ღირებული საჩუქარი მას რიჩარდ ბარტონისგან ერგო - 33,19 კარატის ბილიანტი ბეჭედი, რომლის ფასიც დღეს 8,8 მილიონი დოლარია.

პრინცესა დაიანას ბეჭედი - 317 200 დოლარი

თავის დროზე პრინცმა ჩარლზმა მომავალ მეუღლეს 317 200 დოლარად ღირებული თეთრი ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ბეჭედი აჩუქა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი დაშორდა, ბეჭედი ოჯახურ რელიკვიად იქცა. დღესდღეობით მას კემბრიჯის ჰერცოგინია, პრინც ჰარის მეუღლე ქეით მიდლტონი ატარებს.

ანა კურნუკოვა - 2,5 მილიონი დოლარი

რუსი ჩოგბურთელი ესპანელი მომღერლის ენრიკე იგლესიასის მეუღლეა. კურნიკოვას საქორწინო ბეჭდის ღირებულება 2,5 მილიონი დოლარია. ესპანელი მომღერლის ქონება, „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, 85 მილიონ დოლარს შეადგენს.

კეტრინ ზეტა-ჯონსი - 2,5 მილიონი დოლარი

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა მაიკლ დუგლასმა ასევე ცნობილ მსახიობს კეტრინ ზეტა-ჯონსს 2,5 მილიონ დოლარად შეფასებული საქორწინო ბეჭედი აჩუქა და ხელი სთხოვა. ბრილიანტის ბეჭედი 10 კარატს იწონის.

ჟაკლინ კენედი - 2,6 მილიონი დოლარი

ჟაკლინ კენედი მეუღლის, ჯონ კენედის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე წელიწადში ცოლად ბერძენ მილიარდერს არისტოტელე ონასისს გაჰყვა. 2,6 მილიონ დოლარად ღირებული საქორწინო ბეჭედი აშშ-ის ყოფილ პირველ ლედის მხოლოდ რამდენჯერმე ეკეთა. ბეჭედი მეტწილად სეიფში ინახებოდა.

მელანი ტრამპი - 3 მილიონი დოლარი

დონალდ ტრამპის მეუღლე მელანი ტრამპი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალბატონია. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა მეუღლეს 3 მილიონ დოლარად შეფასებული ბეჭედი აჩუქა, რომელსაც მელანი ტრამპი არასდროს იხსნის.

ჯენიფერ ლოპესი - 4 მილიონი დოლარი

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი რამდენჯერმე იყო გათხოვილი. ბენ აფლეკთან დაშორებამდე მსახიობმა ლოპესს ვარდისფერი ბრილიანტით გაწყობილი საქორწინო ბეჭედი აჩუქა. აფლეკთან დაშორების შემდეგ ჯენიფერ ლოპესი ცოტა ხანში ცოლად გაჰყვა მომღერალ მარკ ენტონის, რომელმაც მას 8,5-კარატიანი, 4 მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა.

გრეის კელი - 4,06 მილიონი დოლარი

ლეგენდარულმა მსახიობმა მეუღლისგან, მონაკოს პრინც რენიესგან „კარტიეს“ ბრილიანტის ბეჭედი მიიღო საჩუქრად, რომლის ფასიც დღეს 4,06 მილიონი დოლარია.

პერის ჰილტონი - 4,7 მილიონი დოლარი

სასტუმროების ქსელის „ჰილტონის“ დამაარსებლის შთამომავალი რამდენიმე წლის წინ ცოლად სეხნიას პერის ლაცისს გაჰყვა ცოლად. თუმცა წყვილი ცოტა ხანში დაშორდა ერთმანეთს. მეუღლესთან განშორების შემდეგ, პერის ჰილტონმა ბეჭედი აუქციონზე გაყიდა და თანხა ქარიშხალ „კატრინას“ შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხა.

ბიონსე - 5 მილიონი დოლარი

რეპერმა ჯეი ზიმ და მომღერალმა ბიონსემ 2008 წელს იქორწინეს. ბიონსემ მეუღლისგან საჩუქრად 18-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი მიიღო, რომელსაც იშვიათად ატარებს.

იხილეთ ფოტოგალერეა