ოზურგეთში ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო შენდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ბენტონიტური საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს.

მშენებლობის პროცესს დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ბიზნესმენ გოჩა ჩახიაძესთან ერთად გაეცნო.

შპს „ასკანგელ ალიანსი“ წლიურად არანაკლებ 100 000 ტონა ბენტონიტური თიხის გადამუშავებას უზრუნველყოფს, რისთვისაც 10 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

“სოფელ დვაბზუში ბენტონიტური საწარმო მოვინახულეთ, რომელიც

ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით შენდება. მინდა გითხრათ, რომ ასეთი დონის

ინდუსტრიული საწარმო გურიაში ჯერ არ აშენებულა. ეს გახლავთ რეგიონში

პირველი საწარმო, რომელიც ადგილობრივ ნედლეულზე იმუშავებს და პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩა ჩხაიძეს ასეთი კარგი საქმის წამოწყებისთვის და კომპანიას მაქსიმალურ მხარდაჭერას

ვუცხადებ,“ - აღნიშნა გია სალუქვაძემ.