მაია და გურამ რჩეულიშვილები შესაძლოა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გურამ რჩეულიშვილისა და აჭარის საინვესტიციო პროექტების ხელმძღვანელის ირაკლი მინდელის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესი გაიმართება.

როგორც  მაია და გურამ რჩეულიშვილების ადვოკატმა განაცხადა, დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე იშუამდგომლებს, რომ ბრალდებულებს აღვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.

როგორც მამუკა ჭაბაშვილმა აღნიშნა, აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფისთვის საჭირო გარემოებები არ შეცვლილა, თუმცა ამის მიუხედავად მოსამართლეს ალტერნატივის სახით გირაოს მაინც შესთავაზებს. კონკრეტულ თანხას ადვოკატი ამ ეტაპზე არ ასახელებს.

კანონის თანახმად, სასამართლო ვალდებულია ყოველ ორ თვეში ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონიძიებას გადახედოს და თუ რაიმე გარემოებები შეიცვალა, ბრალდებულს უკვე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეუცვალოს.